Tuesday, December 16, 2008

მცირედი ინფო ამ ბლოგის შესახებ

კეთილი იყოს თვენი მობრძანება ახალ ბლოგზე დასაქმებულისა და დამსაქმებლის შრომითი ურთიერთობის შესახებ.

დამეთანხმებით რომ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ცუდი სიტუაციაა იმ სფეროში რომელსაც დასაქმებულ - დამსაქმებელის ურთიერთობა ქვია. ხშირად დამსაქმებელი უხეშად არღვევს კანონს და პასუხს არ აგებს ასევე დიდ პრობლემას ქმნის ისიც რომ დასაქმებულმა არ იცის თავისი უფლებები. თავი და თავი პრობლემისა მე მგონია საქართველოს შრომის კოდექსი რომელიც არის ძალიან "მშრალი. " ამიტომ გადავწყვიტე ამ ბლოგის შექმნა სადაც ვისმჯელებთ საქართველოს შრომის კოდექსის თითოეული პუნქტის შესახებ. ასევე საინტერესო იდეებზე რომლითაც მოხდება შრომითი სიტუაციის სულ ოდნავ მაინც გაუმჯობესება ორივე მხარის სასარგებლოდ.

ყოველ კვირას , ან ორ კვირაში ერთხელ დავდებ შრომის კოდექსის პატარა ნაწილს (მიმდევრობით) და დიდი თხოვნა მექნება რომ ვიმსჯელოთ მისი დადებითი და უარყოფილი მხარეების შესახებ. ასევე იმის შესახებ თუ რა სარგებლობა აქვს ამ ნაწილს დასაქმებულისთვის და დამსაქმებელისათვის.

ამ თემაში კი მოდით ვიმსჯელოთ რა ინფორმაცია გინდათ იხილოთ ამ ბლოგზე, ტექსტის რა ფერია თქვენთვის მისაღები და .. მოკლეთ ყველაფერზე რაც თქვნს ამ ბლოგზე ყოფნას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის.

თქვენი თანადგომის დიდი იმედი მაქვს :)

. "fackförening" შვედურია და პროფესიონალურ კავშირს ნიშნავს. ინგლისურად ყველა სიტყვა დაკავებული იყო (A trade union or labor union), ამიტომ იძულებული გავხდი ეს სიტყვა ამეღო.


5 comments:

Anonymous said...

geTanxmebi! qveyanaSi marTlac rTuli situaciaa am mxriv, Samwuxarod!! saqarTveloSi momuSave adamini monas ufro gavs vidre im adamians romelic muSaobs da akisria Tavisi garkveuli movaleobebi samsaxurSi. Miuxedavad imisa rom rTulia monaxo samsaxuri kidev ufro rTulia SeinarCuno is im pirobebSi ra pirobebSic dRes gviwevs muSaoba. magaliTs Cemi gamocdilebidan moviyvan, rodesac uxeSad dairRva Cemi uflebebi ris gamoc samsaxuris datoveba momiwia araerTxel.vfiqrob rom es Tema sakmaod mniSvnelovania da amave dros sakmaod problemuric. srul Tanadgomas gicxadeb :) da mec mzad var TqvenTan erTad mivigo am diskusiaSi monawileoba :)

Toma said...

მიხარია რომ ერთი ადამიანი მაინც გამოჩნნდა რომელიც დაინტერესულია საკითხით და რომელიც ნამდვილად იზიარებს ჩემს მოსაზრებას!

Anonymous said...

darWmunebuli var bevri iziarebs, magram saqme imaSia rom zogi am cxovrebis wess miCveulia zogs kidev imedi aqvs gadawuruli da fiqrobs rom misTvis situacia ar Seicvleba.es marTla samwuxaroa.. ase rom vfiqrob yvela im adamianma visac es Seexo Tavisi pozicia unda daafiqsiros imis imediT rom axlo momavalSi ragac Seicvleba.

Toma said...

სამწუხაროდ თავის პოზიციებს აფიქსირებენ მხოლოდ მეგობრებსა და ნათესავებთან, და არა უფროსთან ან პირთან ვისაც ეს მართლა ეხება. მიზეზი შეიძება იყოს 1. სამუშაოს დაკარგვის შიში 2. კანონის (ნამდვილად ძალიან უვარგისის მაგრამ მაინც) არ ცოდნა. 3. განწყობა რომ მაინც არაფერი შეიცვლება

magulimebonia@gmail.om said...

მუხლი 5. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე
8. დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ.

ამ მუხლის მე-8 ქვეპუნქტის მიხედვით რადგანაც კონკურსანტს,სამუშაოს მაძიებელს არ განემარტება სამუშაოზე არ აყვანის მიზეზი ირღვევა მისი უფლებები.მას გარკვევით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია რის გამო არ მოხდა მისი დასაქმება და სამუშაოზე აყვანისთვის რა პირობებს არ აკმაყოფილებდა,ასევე უნდა მიეწოდოს ინფორმაცია შერჩეული კანდიდატის უპირატესობების შესახებ.რაც განაპირობებს ღირსეული კანდიდატის დასაქმებას.