Sunday, December 21, 2008

კარი I. ზოგადი დებულებანი თავი I. შესავალი დებულებანი

მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. ეს კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
2. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

მუხლი 2. შრომითი ურთიერთობა
1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
3. შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის,
სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულების გამო.
4. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ
პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
5. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და
აუცილებელი საშუალება.
6. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის
ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები
1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები შეიძლება იყვნენ: დამსაქმებელი, დასაქმებული და დასაქმებულთა გაერთიანება.
2. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.
3. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
4. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან: დასაქმებულთა გაერთიანება და დამსაქმებელი.

Tuesday, December 16, 2008

მცირედი ინფო ამ ბლოგის შესახებ

კეთილი იყოს თვენი მობრძანება ახალ ბლოგზე დასაქმებულისა და დამსაქმებლის შრომითი ურთიერთობის შესახებ.

დამეთანხმებით რომ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ცუდი სიტუაციაა იმ სფეროში რომელსაც დასაქმებულ - დამსაქმებელის ურთიერთობა ქვია. ხშირად დამსაქმებელი უხეშად არღვევს კანონს და პასუხს არ აგებს ასევე დიდ პრობლემას ქმნის ისიც რომ დასაქმებულმა არ იცის თავისი უფლებები. თავი და თავი პრობლემისა მე მგონია საქართველოს შრომის კოდექსი რომელიც არის ძალიან "მშრალი. " ამიტომ გადავწყვიტე ამ ბლოგის შექმნა სადაც ვისმჯელებთ საქართველოს შრომის კოდექსის თითოეული პუნქტის შესახებ. ასევე საინტერესო იდეებზე რომლითაც მოხდება შრომითი სიტუაციის სულ ოდნავ მაინც გაუმჯობესება ორივე მხარის სასარგებლოდ.

ყოველ კვირას , ან ორ კვირაში ერთხელ დავდებ შრომის კოდექსის პატარა ნაწილს (მიმდევრობით) და დიდი თხოვნა მექნება რომ ვიმსჯელოთ მისი დადებითი და უარყოფილი მხარეების შესახებ. ასევე იმის შესახებ თუ რა სარგებლობა აქვს ამ ნაწილს დასაქმებულისთვის და დამსაქმებელისათვის.

ამ თემაში კი მოდით ვიმსჯელოთ რა ინფორმაცია გინდათ იხილოთ ამ ბლოგზე, ტექსტის რა ფერია თქვენთვის მისაღები და .. მოკლეთ ყველაფერზე რაც თქვნს ამ ბლოგზე ყოფნას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის.

თქვენი თანადგომის დიდი იმედი მაქვს :)

. "fackförening" შვედურია და პროფესიონალურ კავშირს ნიშნავს. ინგლისურად ყველა სიტყვა დაკავებული იყო (A trade union or labor union), ამიტომ იძულებული გავხდი ეს სიტყვა ამეღო.